მოგესალმებით სტუდენტებო! მე გახლავართ პროფესორი სევერუს სნეიპი.როგორც იცით, ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა და თავიდანვე მინდა განგიმარტოთ, რომ ჩემთან უსწავლელობა არ გამოვა! ჩვენ გვექნება რამდენიმე ლექცია შხამ-წამლების საგანში, 1 გამოცდა და ამიტომ გთხოვთ გულდასმით დაწეროთ დავალებები და კარგად ისწავლოთ გაკვეთილები.
მინდა გაგაცნოთ სლიზი - მწვანე ლორწოვანი სითხე,რომელიც მოსწავლეების მიერ გამოიყენება,როგორც ადამიანის გასაბრაზებელი და სამაგიეროს გადახდის ერთგვარი საშუალება. მინდა გაგაცნოთ მისი ინგრედიენტები:
1. მრავალძარღვა,ან სხვა მცენარე.
2. სპრინგის მარცვლები (მარილი)
3. ფლორის ფხვნილი (ფქვილი)
4. ნებისმიერი სითხე.
ჯამში მოათავსეთ მცენარე დაასხით წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ მწვანე ფერს არ მიიღებს.
1/4 ჭიქა სპრინგის მარცვლები მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ 1/2 ფლორის ფხვნილი და წყალი. აურიეთ. მასა უნდა იყოს საკმაოდ სქელი.
საჭირო კონსისტენციის მისაღებად გააკონტროლეთ ფლორის ფხვნილის რაოდენობა.
მიღებულ მასას დაუმატეთ მცენარეული ნაყენი. სლიზის გასასქელებლად შეგიძლიათ დაამატოთ ფლორის ფხვნილი.
სლიზი შეიძლება გამოიყენოთ ყველგან სადაც მოგესურვებათ, მაგრამ თუ ის არ იქნება საკმარისად სქელი შეიძლება აღარ მოსცილდეს ზედაპირს. სლიზის ქსოვილებზე მოთავსება რეკომენდირებული არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დამწყებია შხამ-წამლების დამზადებაში.
საშინაო დავალება:
გამოსცადეთ სლიზის გაკეთება. გადაუღეთ მას ფოტო და გამოგვიგზავნეთ ჰოგვართსის გვერდზე ინბოქსში.(+100 ქულა)
თუ დავალების შესასრულებლად შესაბამისი პირობები არ გაქვთ შეგიძლიათ მოგვწეროთ იდეები, თუ როგორ შეიძლება სლიზის გამოყენება. (+50)
გისურვებთ წარმატებებს! - სევერუს სნეიპი
he he madloba aseti shesanishnavi gakvetilistvis ^_^
ReplyDelete