ძვირფასო მოსწავლეებო! მე გახლავართ რემუს ლუპინი.იმედია, ჩემი ლექციები ბნელი ძალებისგან თავდაცვაში დაგაინტერესებთ... დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი უინტერესობა ჩემი საგნის მიმართ კარგს არაფერს მოგიტანთ...
ალბათ, ყველას გსმენიათ ენერგოვამპირების შესახებ. ეს ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც გვწოვენ დადებით ენერგიას და "გვახრჩობენ" ნეგატიური ენერგიით. ასეთი ადამიანებისგან თავის დაღწევისთვის სპეციალური ხერხები დაგჭირდებათ...
საბრძოლო მაგიაში არსებობს როგორც გამანადგურებელი, ასევე დამცავი საშუალებები. ამ ლექციაში შევეხებით ენერგოფარებს, რომლებიც იცავენ ადამიანს ნეგატიური აურისგან.
ენერგოფარების კონკრეტული სახეებიც არსებობს(შემდეგ ლექციაში გავეცნობით), მაგრამ ყველა მათგანი ადამიანის წარმოსახვით იქმნება. მათი წარმოსახვა ხდება დახუჭული თვალებით, თუმცაღა ხანდახან ფარის შესაქმნელად და უკეთესი ეფექტის მისაღებად თვალების დახუჭვა რეკომენდირებული
არ არის. ზოგიერთი ფარი მიმართულია მხოლოდ თავდაცვისათვის, ზოგი ირეკლავს უარყოფით ენერგიებს და მიმართავს იმ ადამიანებისკენ, ვისგანაც წამოვიდა.
არსებობს აქტიური და პასიური ენერგოფარები - აქტიური მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოიქმნება ძლიერი ფანტაზიის შემთხვევაში და საჭიროებს დიდ ენერგიას. პასიური ფარები კი მოქმედებს თვეების, დღეების, კვირების მანძილზე, თუმცა მათ ხანგრძლივად გამოყენებას მე პირადად, არ გირჩევთ... რატომ? უბრალოდ, დაგერღვევათ სამყაროსთან კონტაქტი. ენერგოფარების არსებობა დამოკიდებულია გამოყენებული ენერგიის რაოდენობაზე და სიძლიერეზე და უარყოფითი ძალების შემოტევის სიხშირეზე.
ფარები უამრავი სახისაა: აურის ტიპის, 4 სტიქიის, ქვიშისებრი, სარკისებრი და ა.შ. ყველაფერი ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ყველა ფარი მოქმედებს, მთავარია, მის შესაქმნელად მაქსიმალური წარმოსახვა და კონცენტრაცია იყოს გამოყენებული.
ენერგოფარების შექმნას მხოლოდ მაშინ გასწავლით, როცა 20 დავალება მაინც იქნება შესრულებული
წარმატებებს გისურვებთ!
საშინაო დავალება : შედეგები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ჰოგვართსის გვერდის ინბოქსში(პირადში მოგვწერეთ). დავალების შესრულების შემთხვევაში +30 ქულა.
- სევერუს სნეიპი
და ჩვეულებრივად მიუთითოთ კლუბი?
ReplyDeleteKi
Delete