Wednesday, February 26, 2014

ენერგოფარები (2) – რემუს ლუპინი

მოგესალმებით. ჩვენ უკვე გავეცანით ენერგოფარების მნიშვნელობას და დღეს მინდა შეგასწავლოთ მათი გამოყენებაც. ენერგოფარები დაგგჭირდებათ ენერგოვამპირებისგან თავდაცვისთვის, ასევე იმ ადამიანებისგანაც, რომლებსაც სურთ თქვენი მწყობრიდან გამოყვანა, ხოლო თქვენ უბრალოდ, არ გინდათ ნერვების აშლა და კამათი.

ენერგოფარი – კედელი
ეს ფარი მხოლოდ დამცავია და არა ამრეკლავი. შედის აქტიური ენერგოფარების კატეგორიაში, ამიტომაც როგორც კი ვიზუალიზაციას ან კონცენტრაციას შეწყეტთ ფარი
გაქრება.

დადექით მოწინააღდეგის პირდაპირ და წარმოიდგინეთ თქვენს შორის კედელი. კედელი საჭიროა, რომ ჰგავდეს რეალურს. ამ ენერგოფარის პლუსი ის არის, რომ მარტივი შესაქმნელია და ეფექტურიცაა. გარდა ამისა, იხარჯება მცირე რაოდენობის ენერგია. რაც შეეხება მინუსს, თუ მოწინააღმდეგე ძლიერია ის ადვილად "დაამსხვრევს" მას.

ენერგოფარი – პირამიდა
პირამიდა აქტიური ამრეკლავი ფარია. მის შესაქმნელად ფანტაზიის დახმარება დაგჭირდებათ.
წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით ოქროსფერი პირამიდის ცენტრში, რომელიც თავის ნათებით ირეკლავს თქვენსკენ მიმავალ უარყოფით ენერგიას და უბრუნებს მოწინააღმდეგეს



დავალება:

მოიფიქრეთ ენერგოფარის ახალი სახეობა (მოიშველიეთ ფანტაზია)
+50 ქულა, +1 გალეონი

გისურვებთ წარმატებებს!

No comments:

Post a Comment